„ზოგჯერ ჩაქუჩი ხარ, ზოგჯერ კი ლურსმანი“ - ჭიკაძე გულშემატკივრებს მიმართავს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობას უხდის. „ნინძა“ ასევე აღნიშნავს, რომ მალე უფრო ძლიერი დაბრუნდება.
გიგა ჭიკაძე:
ეს სანტიმეტრების თამაშია. ზოგჯერ ჩაქუჩი ხარ, ზოგჯერ კი ლურსმანი. სამწუხაროდ, გუშინდელი ღამე ჩემი არ იყო. ბევრი ვიშრომე და მოვემზადე და ნამდვილად მჯეროდა ამის. თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობდი.
ვწუხვარ ჩემი შვილების, ჩემი ცოლის და ჩემი ოჯახის წინაშე, რომლებმაც ამდენი რამ გაიღეს და ბევრი რამ გადაიტანეს ჩემს მხარდასაჭერად. არასდროს მინდოდა, რომ მათ ასეთ მდგომარეობაში ვენახე.
მადლობელი ვარ ჩემი გუნდის და ყველას წინაშე, ვინც ჩემს გვერდით იდგა. ყველაფერი ღვთის დაწერილია და მას ვენდობი როგორც გამარჯვებაში, ასევე დამარცხებაში.
უეჭველად, ისევ დავბრუნდები!
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსთან მეორე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა.