ვალეხოსმა დაანოკაუტა | ჭიკაძის დასანანი მარცხი
UFC-ის წლის ბოლო ღონისძიების „მეინ ქარდზე'' გიგა ჭიკაძე ესპანელ კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, მეორე რაუნდში „ელ ჩინომ' ქართველი ნოკაუტით დაამარცხა.
ვალეხოსმა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გიგას შესახებ თქვა: „მგონია რომ ჭიკაძე თავიდანვე აგრესიულად დაიწყებს და პირველივე რაუნდში მოინდომებს ჩემს დანოკაუტებას, თავადაც ამას ამბობს, თუმცა ამისთვის თავიდანვე მზად ვიქნები. თუ ტექნიკურ ბრძოლას გადაწყვეტს, ამისთვისაც მზად ვიქნები.“
„ელ ჩინოსთან'' დაპირისპირებამდე გიგამ ბოლო 4-დან 3 ბრძოლა დათმო, ბოლო 2-დან ორივეში დამარცხდა. რაც შეეხება კონკრეტულად 2025 წელს, აპრილში დავიდ ონამას დაუპირისპირდა, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება უგანდელს დარჩა.
როგორც მოგეხსენებათ, ჭიკაძეს კარიერაში 21 ორთაბრძოლა აქვს გამართული - 15 მოგება, 6 წაგება. ვალეხოსთან ბრძოლამდე „ნინძა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-14 პოზიციას იკავებდა.