პეპ გუარდიოლა, ენცო მარესკა
Aa
Aa

გვარდიოლა შესაძლოა მარესკამ შეცვალოს | The Athletic

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ენცო მარესკა, მომავალში პეპ გვარდიოლას შემცვლელად განიხილება.

The Athletic-ის მონაცემებით, 45 წლის იტალიელი „ქალაქელების“ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია იმ შემთხვევისთვის, თუ პეპი გუნდს 2026 წლის ზაფხულში დატოვებს.

მრავალრიცხოვანი და კარგად ინფორმირებული წყაროების ცნობით, იზრდება იმის ალბათობა, რომ მიმდინარე სეზონი გვარდიოლასთვის „სიტიში“ უკანასკნელი იქნება. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სეზონის დასასრულს მიიღება.

მარესკა, რომელიც მანამდე „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდულ გუნდში და პეპის შტაბში მუშაობდა, კლუბის ხელმძღვანელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მოსალოდნელია, რომ მწვრთნელის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში ის მნიშვნელოვანი კანდიდატურა იქნება, თუმცა ენცო ამ პოსტზე ერთადერთი პრეტენდენტი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას კონტრაქტი „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ხოლო მარესკას ხელშეკრულება „ჩელსისთან“ – 2029 წლამდეა მოქმედი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა