ილია თოფურია, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან“ | ჩეილ სონენი

UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ჩეილ სონენი, არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. სონენმა მსუბუქ წონითი დივიზიონში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან.

„ერთი კვირის წინ UFC-ის წარმომადგენელს შევხვდი, რომელსაც ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. ეს პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მითხრა, რომ ილიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან, რაც გამიკვირდა, მაგრამ ბოლომდე მოვუსმინე.

მისი არგუმენტი ასეთი იყო: დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბი ინიშნება მაშინ, როდესაც მოქმედ ჩემპიონს ტრავმა აქვს ან ავადმყოფობას ებრძვის (დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი ჩხუბობენ). თუ გვინდა, მოქმედ ჩემპიონს ღირსეულად მოვექცეთ, რადგან ის ოქტაგონში ტრავმის ან ავადმყოფობის გამო ვერ შედის, მაშინ დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბს ვაანონსებთ. თუმცა, როგორც კი თოფურია ამბობს, რომ მისი პაუზა სხვა მიზეზით არის განპირობებული, მას ტიტული უნდა ჩამოერთვას.

ამ დიალოგის შემდეგ მანქანაში ჩავჯექი, სასტუმროში დავბრუნდი, დავფიქრდი და მივედი იმ აზრამდე, რომ მის სიტყვებში ლოგიკა ნამდვილად არსებობს. თუ ოქტაგონში სხვა მიზეზის გამო არ შედიხარ, UFC-ის წარმომადგენელი სწორია და თოფურიას ქამარი უნდა წაართვან. სიმართლე გითხრათ, ილიას მხარეს ვარ და არ მინდა, ტიტული ჩამოართვან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია და უდანაშაულოა, თუმცა, დიახ, ობიექტურად მას ქამარი უნდა წაართვან. თუ ტრავმა არ აქვს და სხვა რაღაცის გამო ვერ ჩხუბობს, ქამარი უნდა ჩამოართვან.“

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩხუბობს. ახლახან ილიამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ მასზე მუქარები ხორციელდებოდა, რომელთა მიხედვითაც, ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებები. თოფურიამ შესაბამის ორგანოებს მიმართა და აცხადებს, რომ აქვს სამხილები, რომლებიც მის უდანაშაულობას ამტკიცებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარი პსჟ-ს მეორე სახლია, მიზანი ფინალის მოგებაა | კვარა ფლამენგოსთან მატჩის წინ
კატარი პსჟ-ს მეორე სახლია, მიზანი ფინალის მოგებაა | კვარა ფლამენგოსთან მატჩის წინ