ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კატარი პსჟ-ს მეორე სახლია, მიზანი ფინალის მოგებაა | კვარა ფლამენგოსთან მატჩის წინ

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ კოპა ლიბერტადორესის თასის მფლობელს, ბრაზილიურ „ფლამენგოს'' დაუპირისპირდება. მატჩის წინ პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მედიას ესაუბრა: „ყველა თასს მნიშვნელობა აქვს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტიტულია, ამისთვის მზად ვართ. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ ამ წელს ტიტული მოვიგოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ყველა ტიტული პრივილეგიაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კატარი პსჟ-ს მეორე სახლია. ასეთ ატმოსფეროში თამაში დიდებულია. როგორც მწვრთნელმა გვითხრა, „ფლამენგო'' დიდებული გუნდია, რთული მატჩი იქნება, 100%-ით მზად უნდა ვიყოთ.“

ხვიჩას ერთი უცნაური კითხვაც დაუსვეს, მოჰამედ სალაჰის „ლივერპულიდან'' პსჟ-ში შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს: „სალაჰი პსჟ-ში ერთ დღეს? მისი მომავლის განხილვა ჩემი საქმე არაა. ის დიდებული მოთამაშეა, საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემი საქმე არაა, რომ ამ კითხვას ვუპასუხო.“

პსჟ - „ფლამენგოს'' ფინალი 17 დეკემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩი დოჰაში, აჰმად ბინ ალის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი შემოდგომის სიმბოლურ გუნდში | Laola1-მა ქართველი გამოარჩია
კიტეიშვილი შემოდგომის სიმბოლურ გუნდში | Laola1-მა ქართველი გამოარჩია