ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

კვარა სიმბოლურ გუნდში არ შეიყვანეს | FIFA-მ წლის ფეხბურთელად დემბელე დაასახელა

2025 The Best FIFA Football Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია.

მამაკაცთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დასახელდა, ქალთა შორის - აიტანა ბონმატი (კატალონიის „ბარსელონა'').

მამაკაცთა შორის 2025 წლის სიმბოლური ნაკრები: დონარუმა, ჰაკიმი, პაჩო, ვან დეიკი, მენდეში, პალმერი, ბელინგემი, ვიტინია, პედრი, იამალი, დემბელე

სამწუხაროდ, სიმბოლურ გუნდში ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია არ შეიყვანეს, რომელმაც პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მამაკაცთა შორის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა, რომელმაც 2024-25 წლების სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ზაფხულში კარიერა „მან. სიტიში'' გააგრძელა.

ქალთა შორის საუკეთესო მეკარე ჰანა ჰემპტონი გახდა, რომელიც ლონდონის „ჩელსისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.

მამაკაცთა შორის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად პსჟ-ს თავკაცი ლუის ენრიკე დასახელდა, ქალთა შორის - სარინა ვიგმანი.

პუშკაშის ჯილდო არგენტინელმა სანტიაგო მონტიელმა მოიგო (კაცთა შორის წლის საუკეთესო გოლის ავტორი).

მარტას ჯილდოს მფლობელი მექსიკელი ლისბეტ ოვალიე გახდა (ქალთა შორის წლის საუკეთესო გოლის ავტორი).

წლის საუკეთესო გულშემატკივრები: საფეხბურთო კლუბი ზახო (ერაყი)

ფიფას ფეარ-პლეის ჯილდო: ანდრეას ჰარლაას-ნოიკინგი (რეგენსბურგის ექიმი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუდის არაბეთის პრინცი მზადაა, ბარსელონა ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ იყიდოს
საუდის არაბეთის პრინცი მზადაა, ბარსელონა ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ იყიდოს