„შეუძლია, ტოპ დონის მეკარე გახდეს“ | დევიდ ჯეიმსმა მამარდაშვილზე ისაუბრა
ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ დევიდ ჯეიმსმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ჯეიმსმა „მამარდა“ შეაქო და განაცხადა, რომ მას ყველაფერი აქვს, რათა ალისონ ბეკერი ჩაანაცვლოს.
„მამარდაშვილს შეუძლია ტოპ დონის მეკარე იყოს. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს. გიორგის აქვს ყველაფერი, რასაც „ლივერპული“ ალისონის კონკურენტში და შემდგომში მის მემკვიდრეში ისურვებდა. მამარდაშვილი ბურთს კარგად ანაწილებს. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ძალიან არ გაუმართლა. შობოშლაის პასიც არ ყოფილა იდეალური, რასაც კუთხური მოჰყვა. საერთო ჯამში, გიორგი ბურთს კარგად ანაწილებს, მშვიდია, ძლიერი ხელები აქვს და ხელით გაკეთებული პასები უყვარს.
ერთ-ერთი რამ, რაც მამარდაშვილში მომწონს, ის არის, რომ როდესაც შანსი ეძლევა, ყოველთვის ხელით აკეთებს პასს. დიახ, შეუძლია ტოპ დონეს მიაღწიოს, თუმცა „ლივერპულში“ თამაშობს და ასეთ გუნდში ასპარეზობა სწორედ ამ დონეს მოითხოვს. გიორგი ადაპტაციას გაივლის, ნერვებს დაიწყნარებს და, როგორც ვთქვი, მჯერა, ტოპ გოლკიპერი გახდება.
შეუძლია თუ არა ალისონს 40 წლამდე თამაში? იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, რადგან ფანტასტიკური მეკარეა და გინდა, მისი თამაშის ყურება განაგრძო. თუმცა, თუ ყველაფერს „ლივერპულის“ პერსპექტივიდან შევხედავთ, მამარდაშვილი უნდა ვახსენოთ. თუ მან მიაღწია იმ დონეს, რომლის მიღწევაც შეუძლია, ალისონი „ლივერპულში“ მის გამო აღარ იქნება და მოგვიწევს, ბრაზილიელი სხვა კლუბის მაისურით ვნახოთ“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის ხუთი და ჩემპიონთა ლიგის ოთხი შეხვედრა ჩაატარა. გიორგიმ ინგლისში 10, ხოლო ევროპაში ხუთი გოლი გაუშვა.