„99 პროცენტით ზამთარში არ წავა“ | ახალი ინფორმაცია ზურიკოს მომავალზე
„სენტ-ეტიენის“ ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს შესანიშნავი სეზონი აქვს. 24 წლის გარემარბი „მწვანეების“ საუკეთესო ბომბარდირია და 8 გოლი აქვს გატანილი. მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა და ყველაზე აქტიურად „ბეშიქთაშზე“ იწერება.
დღეს, თურქულ პრესაში დავითაშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. Kartal Record-ის ჟურნალისტი, მუსტაფა კარატაში ზურიკოს აგენტს გაესაუბრა და ქართველი გარემარბის მომავალზე ჰკითხა.
„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ზურიკო 99 პროცენტით გუნდში დარჩება. სენტ-ეტიენს ის სჭირდება, რათა ლიგა 1-ში დაწინაურდეს და თან, მწვანეებს ფინანსური პრობლემები არ აქვთ. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ თუ საოცარ წინადადებას მიიღებენ,“ - განუცხადა აგენტმა კარატაშს.
ცნობისთვის, „სენტ-ეტიენს“ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „მწვანეები“ ლიდერ „ტრუას“ 5 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა 3 იანვარს, „ლემანთან“ ელით.