ჩემპიონთა ლიგა | შერმადინის 11 ქულა და ტენერიფეს მარცხი
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლაგუნა ტენერიფე ბნეი ჰერჟილას ესტუმრა და 86:94 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ესპანურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი და 33 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 11 ქულას, 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
გიორგიმ 6-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 4 ჩააგდო(67%). სამი საჯარიმო ტყორცნიდან სამივე ზუსტი აღმოჩნდა.
ქართველმა ცენტრმა 4 მოხსნიდან ოთხივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში კი 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, მიუხედავად წაგებისა, ლაგუნა ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან მაინც გავიდა.
???? Final en Opava
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) December 16, 2025
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/3nYWQXEfed