ტიაგო სილვა შესაძლოა მილანში დაბრუნდეს
„მილანი“ ტიაგო სილვას მიმართ ინტერესს იჩენს.
როგორც Antenados no Futebol-ი ჟურნალისტ ბრუნო ანდრადეზე დაყრდნობით წერს, „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი თანახმაა, რომ 41 წლის მცველთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გაფორმდეს.
ამავდროულად, თავად ფეხბურთელს სურს ინგლისში დაბრუნება, რათა ახლოს იყოს ოჯახთან, რომელიც ლონდონში ცხოვრობს.
მანამდე სილვამ უარი თქვა „ფლუმინენსესთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და მხარეები ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „მილანში“ 2009-დან 2012 წლამდე თამაშობდა. გეტყვით ასევე, რომ სილვამ მიმდინარე სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.