ილია თოფურია
Aa
Aa

„მას არ ვიცნობ, მაგრამ...“ | ენდრიუ ტეიტი ილიას პოსტს გამოეხმაურა

ცნობილი ინფლუენსერი და ყოფილი კიკბოქსიორი, ენდრიუ ტეიტი ილია თოფურიას გუშინდელ პოსტს გამოეხმაურა. ტეიტმა X-ის საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა და „ელ მატადორს“ თანადგომა გამოუცხადა.

„ილია თოფურიას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ქალები იტყუებიან. უდანაშაულო“, - დაწერა ტეიტმა.

ცნობისთვის, გუშინ თოფურიამ „ინსტაგრამზე“ პოსტი გაავრცელა და ოჯახურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ილიამ აღნიშნა, რომ მასზე მძიმე ზეწოლა ხორციელდებოდა. იყო მუქარები, რომ ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებები, რომლებიც მისი თქმით, სრულიად უსაფუძვლოა.

თოფურია ამტკიცებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამამტკიცებელი სამხილები აქვს, რომლებიც შესაბამის ორგანოებს უკვე გადასცა. ილიას მიხედვით, სამართლებრივი პროცესი გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, ფინანსური და პირადი ქონების მითვისებისა და მუქარის ფაქტებზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განვლილი წლის შეჯამება, ევრო 2024, მომავალი ერთა ლიგა... - ლევან კობიაშვილის ინტერვიუ UEFA-სთან
განვლილი წლის შეჯამება, ევრო 2024, მომავალი ერთა ლიგა... - ლევან კობიაშვილის ინტერვიუ UEFA-სთან