ლუის ენრიკე, მარკინიოსი, ჟერომ როთენი
Aa
Aa

როთენი: პსჟ-ს გასახდელში მოტივაციის პრობლემაა

„პსჟ“-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როთენმა, გუნდი პასიურობის გამო გააკრიტიკა.

„მათ შეიძლება ლე ავრთანაც კი წაიფორხილონ! გასულ სეზონთან შედარებით, გასახდელში ახლა საკმაოდ დუნე ატმოსფეროა. ისინი დაიღალნენ, ენერგია აკლიათ!

ეს „პარკ დე პრენსზეც“ იგრძნობოდა. ჩანს, რომ ძალა არ ჰყოფნით. ზოგჯერ სურვილი აქვთ, ეს მართალია, მენტალიტეტიც აქვთ... ისინი არ ჰგვანან მარსელს. ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, მაშინაც კი, როცა უჭირთ. ლუის ენრიკე ამაზე ხშირად საუბრობს. გუნდის შიგნით ხდება ისეთი რამ, რასაც ყოველთვის ვერ ვხედავთ და ეს გუნდის ფორმასა და კოლექტივზე კარგად არ აისახება.

მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს - ეს მარკინიოსია, საბედნიეროდ, ის იქ არის. ის ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს, კაპიტანია და ბიჭების გამოფხიზლებას ცდილობს. მაგრამ ბიჭები ამორფულები არიან! ხმას არ იღებენ. იქ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებთ“,

– განაცხადა როთენმა გადაცემაში Rothen s’enflamme.

„პსჟ“ შაბათს, ლიგა 1-ის 24-ე ტურში, სტუმრად „ლე ავრს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში კი მათი მეტოქე „ჩელსი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები