ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ვუთხარი, ჩემი აზრით რა შეცდომები დაუშვა“ | ილიას სჯერა, რომ მერაბი ტიტულს დაიბრუნებს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, ცნობილი სტრიმერის, ედინ როსის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლასაც გამოეხმაურა.

„რა უნდა იყოს მერაბის მომდევნო ნაბიჯი? დვალიშვილმა პიოტრ იანის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ უნდა იჩხუბოს, ის ამას იმსახურებს. მოუგებს თუ არა იანს? 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს.

მერაბისა და იანის ორთაბრძოლის შემდეგ დვალიშვილს ვესაუბრე. ვუთხარი შეცდომებზე, რომლებიც, ჩემი აზრით, იმ ჩხუბში დაუშვა. მიმაჩნია, რომ თუ რევანშის შესაძლებლობა მიეცა, საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ტიტულს დაიბრუნებს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ჩხუბის შემდეგ პიოტრმა წელზე ოპერაცია ჩაიტარა და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღად ივლისი სახელდება. „მანქანას“ რევანში სურს და დარწმუნებულია, რომ მესამე ბრძოლას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყბას კიდევ ერთხელ მოგამტვრევ, არაფრად ვარგიხარ“ - ილია ჯეიკ პოლს
„ყბას კიდევ ერთხელ მოგამტვრევ, არაფრად ვარგიხარ“ - ილია ჯეიკ პოლს