პსჟ-მ სტუმრად ლე ავრი დაამარცხა | კვარა აქტიური იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში ლე ავრი შინ პსჟ-სთან 0:1 დამარცხდა. 37-ე წუთზე კანგ ინ-ლის საგოლე პასით ბარკოლამ ანგარიში გახსნა და ეს გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, 71-ე წუთზე შეცვალა. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო, შეტევებს ამწვავებდა, გოლის გატანის მცდელობები ჰქონდა, თუმცა ბოლო ფაზაში ხან სიზუსტე აკლდებოდა, ხან მეტოქის მეკარე ზუსტად მოქმედებდა.
ხვიჩას გამორჩეული მომენტები
ქართველმა გარემარბმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-20 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე პასია (7 საგოლე მოქმედება).
ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს პსჟ 57 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან ლანსს 4 ქულით უსწრებს. 25-ე ტურში, 6 მარტს პსჟ მონაკოს მიიღებს.