ბარსელონა, ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა - ბარსელონამ ვილიარეალი დაამარცხა

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ბარსელონას ესტუმრა და 4:1 დამარცხდა. როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

აღნიშნული დაპირისპირება ლამინ იამალის ბენეფისად იქცა, რომელმაც კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. განსაკუთრებით გამოსარჩევი მისი მე-2 გოლი იყო. ასევე, ესპანელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში, ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. 

რაც შეეხება მიქაუტაძეს, აქტიურობდა, მაგრამ მომენტი არ შექმნია. იყო ეპიზოდები, როდესაც კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, თუმცა თანაგუნდელებმა პასი არ გაუკეთეს.

ვილიარეალის მხრიდან ერთადერთი გოლი გეიემ მატჩის 49-ე წუთზე გაიტანა. მარსელინოს გუნდს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, თუმცა არ გამოუვიდათ. საბოლოო წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რობერტ ლევანდოვსკიმ დასვა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ვილიარეალს 51 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ატლეტიკო 48 ქულით მე-4 პოზიციაზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი ელჩეს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილის საგოლე პასით | კრაიოვას მნიშვნელოვანი გამარჯვება
მექვაბიშვილის საგოლე პასით | კრაიოვას მნიშვნელოვანი გამარჯვება