კილიან მბაპე
Aa
Aa

როდის დაბრუნდება მბაპე | Cadena SER-ის ინსაიდერული ინფორმაცია

ესპანური გამოცემა Cadena SER-ი მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდის, კილიან მბაპეს მოედანზე დაბრუნების ვადებს ასახელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მბაპე დაჩქარებული წესით მკურნალობას არ აპირებს და მარტის შუა რიცხვებამდე მისი დაბრუნება მოსალოდნელი არაა. კერძოდ, ფრანგი ფორვარდი გეგმავს, მზად იყოს „მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებითი მატჩისთვის, რომელიც 17 მარტს გაიმართება.

შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კილიანი „რეალს“ ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ და „სელტასთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება, საეჭვოა მისი თამაში „ელჩესთანაც“ (14 მარტი). რაც შეეხება „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ პირველ მატჩს (11 მარტი), ფრანგი „ბლანკოსს“ ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარება.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირაა, რაც მბაპეს მარცხენა მუხლი აწუხებს. ტრავმა მას ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს აღმოაჩნდა, თუმცა ფრანგი ზაფხულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გათვალისწინებით ფორსირებული წესით მოედანზე დაბრუნებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არბელოა: “მბაპეს დისკომფორტი ჰქონდა, კარვახალის დაბრუნებით ბედნიერი ვარ“
არბელოა: “მბაპეს დისკომფორტი ჰქონდა, კარვახალის დაბრუნებით ბედნიერი ვარ“