“სირცხვილია“ - პრესტიანიმ უეფა-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა
უეფა-მ ბენფიკას აპელაცია პრესტიანის დისკვალიფიკაციის შესახებ არ დააკმაყოფილა. არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდის რეალის წინააღდეგ ვერ ითამაშებს.
ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ, თავად ბენფიკას ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა.
პრესტიანი:
„შეგიძლია ყველას დასანახად ვინმეს სახეში მუშტი დაარტყა და არ დაისაჯო, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ვინმეს დასჯა სამართლიანი პრაქტიკაა. მადრიდის რეალი ამის დამალვას აღარც კი ცდილობს. სირცხვილია!!“
შეგახსენებთ, რომ ბენფიკასა და მადრიდის რეალის პირველ მატჩში ვინისიუს ჟუნიორმა მსაჯს განუცხადა, რომ ჯანლუკა პრესტიანიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.
სიმართლეს ბოლომდე ვერავინ არკვევს, რადგან არგენტინელ ფეხბურთელს მაისური ჰქონდა აფარებული და ვინისიუსს სწორედ ასე მიაყენა შეურაცხყოფა.
მოგვიანებით, პრესტიანიმ განაცხადა, რომ რასიზმი არაფერ შუაში იყო და ბრაზილიელ ვარსკვლავს გეი უწოდა. საბოლოოდ, ჯანლუკა 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.