ტიბო კურტუა, ხოსე ლუის ჩილავერტი
Aa
Aa

ჩილავერტი კურტუას: უთხარით მას, რომ ბელგია მუსლიმების მიერ არის ოკუპირებული

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლეგენდარულმა ხოსე ლუის ჩილავერტმა, ტიბო კურტუას კრიტიკას უპასუხა.

ჯანლუკა პრესტიანისა და ვინისიუსს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კურტუამ „ბენფიკას“ ფეხბურთელი და მისი დამცველები გააკრიტიკა.

ჩილავერტმა სიტუაცია ასე შეაფასა:

„მბაპე ღირებულებებზე საუბრობს, თავად კი ტრანსვესტიტთან ერთად ცხოვრობს – ეს ნორმალური არ არის. პრესტიანი დასაცავია, ფეხბურთი რაღაცნაირად ქალური გახდა“.

ასევე, ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ პრესტიანის პირველმა შეურაცხყოფა სწორედ ვინისიუსმა მიაყენა.

ჩილავერტის გამონათქვამებს კურტუა ასე გამოეხმაურა:

„სამწუხაროა, ეს შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფორმაა. თანამედროვე სამყაროში ამის ადგილი არ არის, მით უმეტეს ყოფილი კოლეგების მხრიდან ეს ორმაგად მიუღებელია“.

„უთხარით კურტუას, რომ ბელგია მუსლიმებმა დაიპყრეს, რომლებიც ქალების ცემასა და მკვლელობას უწყობენ ხელს. სამხრეთამერიკული ღირებულებები ოჯახზეა ორიენტირებული და ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ. აი, ეს არის მთავარი არსი“,

– უპასუხა ტიბოს ჩილავერტმა Radio Rivadavia-ს ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები