“კლუბს თავდაჯერებულობას უბრუნებს“ - BILD ლოჩოშვილზე წერს
გერმანული ავტორიტეტული გამოცემა BILD ლუკა ლოჩოშვილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
რას წერს BILD?
ნიურნბერგისთვის ცენტრალური დაცვა წლების განმავლობაში სუსტი წერტილი იყო. ფეხბურთელები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ გაშვებული გოლების საშუალო მაჩვენებელი მაღალი რჩებოდა (2023/24 წლების სეზონი: 1.9 - 2024/25 წლების სეზონი: 1.7).
ამ სეზონში კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. გუნდი საშუალოდ მხოლოდ 1.4 გოლს უშვებს მატჩში. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძლიერი ცენტრალური დაცვის დუეტის ჩამოყალიბებაა: ფაბიო გრუბერი და ლუკა ლოჩოშვილი.
კაპიტანი გრუბერი ამბობს:
„კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ჩანს, რომ ერთად თამაშში უფრო და უფრო ვუმატებთ. ძირითადად მე ვაგებ პასუხს ორგანიზაციასა და დაცვით პოზიციონირებაზე, ასევე ვხელმძღვანელობ კომუნიკაციას.“
ის იდეალურად ერწყმის ზაფხულში დამატებულ ლოჩოშვილს, რომელიც დაცვაში ხშირად უფრო წინ მოქმედებს.
სტატისტიკაც ადასტურებს ნიურნბერგის ცენტრალური დაცვის სიძლიერეს — ორივე მოთამაშე არაერთ კატეგორიაში ბუნდესლიგის ტოპ-25-ში შედის.
ორთაბრძოლები:
ლოხოშვილმა 279 პირდაპირი ორთაბრძოლა მოიგო (ლიგაში მე-8 ადგილი), გრუბერმა — 248 (მე-13).
წარმატების მაჩვენებელი ასევე შთამბეჭდავია:
ლოჩოშვილი — 64% (მე-11).
გრუბერი — 60.9% (22-ე).
საჰაერო ორთაბრძოლები:
გრუბერს უკვე 116 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა აქვს. ბუნდესლიგა 2-ში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ შალკეს მატიჩს (174) აქვს. ლოჩოშვილი 80 მოგებული საჰაერო დუელით (მე-7 ადგილი) ასევე ერთ-ერთ საუკეთესოა.
ბურთთან შეხება და პასები:
გრუბერი საშუალოდ 70.5 შეხებას აგროვებს მატჩში (მე-10) და პასების 87.3%-ს ზუსტად ასრულებს (23-ე).
ლოჩოშვილი — 65.6 შეხება (21-ე) და 89.5% ზუსტი პასი (მე-15).
ერთი რამ ნათელია: ასეთი სტატისტიკა საბოლოოდ ამყარებს ნიურნბერგის დაცვას და კლუბს ისევ თავდაჯერებულობას უბრუნებს.“