გიორგი მიქაუტაძე თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს
გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
გამოკითხვა EA Sports-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა, რომელშიც ქართველმა ფორვარდმა კონკურენტებს - ფედერიკო ვალვერდეს (რეალი), ლუის მილიას (ხეტაფე), ტომა ლემარს (ჟირონა) და აბდე ეზალზულის აჯობა და ჯილდოც დამსახურებულად მიიღო.
გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა შედეგების შესახებ ნაადრევი ინფორმაცია EA FC UT-თან დაკავშირებულ გავლენიან პორტალ Fut Sheriff-ზე გავრცელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მიქაუტაძე თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ჩაიბარებს, ცნობილ საფეხბურთო სიმულატორ EA FC 26-ში, კერძოდ კი Ultimate Team-ში გიორგი მიქაუტაძის სპეციალური, POTM ქარდიც გამოვა.
????????| Mikautadze ???????? has won LA LIGA PLAYER OF THE MONTH ????????????
— Fut Sheriff (@FutSheriff) February 25, 2026
• ❌ Fede Valverde ????????
• ✅ Mikautadze ????????
Follow @FutSheriff ???????? #FC26 pic.twitter.com/jLGfTooel7
თებერვალში ქართველმა შემტევმა სამი გოლი გაიტანა - 9 თებერვალს „ესპანიოლთან“, 14 თებერვალს „ხეტაფესთან“ და 18 თებერვალს „ლევანტესთან“. მიქაუტაძის გოლების სერია ლა ლიგის გასულ ტურში, „ვალენსიას“ წინააღმდეგ შეწყდა, თებერვალში კი „ვილიარეალი“ კიდევ ერთ მატჩს 28-ში, სტუმრად, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.