„რთულია პარი სენ-ჟერმენის შემტევი იყო“ | ლუის ენრიკემ კვარაზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. პარიზულ გრანდს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ ელის, ესპანელ სპეციალისტს კი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს:
„ხვიჩა კვარაცხელია ერთ წელზე მეტია, რაც გუნდშია. რას გამოარჩევდით მასში ყველაზე მეტად: ხასიათს, ტექნიკას თუ რაიმე სხვას?“
„ხვიჩა კვარაცხელიას ყველა კარგად ვიცნობთ. პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლის დღიდან ის გუნდისთვის ძალიან კარგი მოთამაშეა. ხვიჩა განსხვავებული ფეხბურთელია, რადგან გოლების გატანა, დრიბლინგი და დაცვაში თამაში შეუძლია. რთულია, პარი სენ-ჟერმენის შემტევი იყო. კვარაცხელია განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია და მოხარული ვართ, რომ ხვიჩა გვყავს.“
შეგახსენებთ, რომ „მონაკოსა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი შეხვედრა პარიზულმა გრანდმა 3:2 მოიგო და განმეორებით მატჩი „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.