ლუკა ხარატიშვილი, პარდუბიცე
Aa
Aa

„უშეცდომოდ ითამაშა და კარგი პასები ჰქონდა“ - პარდუბიცეს მწვრთნელი ხარატიშვილზე

ჩეხური „პარდუბიცეს“ მთავარმა მწვრთნელმა, იან ტროუსილმა განმარტა, რატომ ანდო „სლოვაცკოსთან“ მატჩში კარის დაცვა ლუკა ხარატიშვილს, მაშინ როცა წინა სამ მატჩში პირველი ნომერი გამოცდილი ალეშ მანდოუსი იყო.

„მეკარე შევცვალეთ, იმიტომ რომ ზედიზედ სამ თამაშში იდენტური სიტუაციები გვქონდა, როცა არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ვესაუბრე მეკარეების მწვრთნელს და ვკითხე, რა შეიძლება შევცვალოთ.

ვფიქრობ, ლუკას შეცდომა არ ჰქონია და კარგად ანაწილებდა პასებს. არც წინა მატჩებში იყო ჩვენს კართან ბევრი მომენტი, მაგრამ სტანდარტული სიტუაციებიდან რამდენიმე სულელური გოლი გავუშვით და რაღაცის შეცვლა გვინდოდა.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან გაამართლა - „სლოვაცკომ“ ერთხელ დაგვირტყა კარში და ორი გოლი გავუშვით, ორჯერაც არ დაურტყამთ. კვლავ პრობლემები გვაქვს მატჩის ბოლო წუთებზე - კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ამ პრობლემებს მაინც ვერ ვაგვარებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდება და სათამაშო უპირატესობას მომენტებად და გოლებად ვერ ვაქცევთ, წინ ვერ წავალთ“.

შეგახსენებთ, რომ ხარატიშვილი 23 წლისაა და „პარდუბიცეს“ სექტემბერში ბათუმის „დინამოდან“ იჯარით შეუერთდა, მანამდე კი „შუქურასა“ და „სამტრედიაში“ უთამაშია. ზაფხულში ჩეხურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

23 ტურის შემდეგ „პარდუბიცე“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ხარატიშვილის გუნდი 28 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ტეპლიცეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ძალიან მომწორს“ - ემილ ჰესკი სალაჰის პოტენციურ შემცვლელებზე
„კვარაცხელია ძალიან მომწორს“ - ემილ ჰესკი სალაჰის პოტენციურ შემცვლელებზე