თავის გუნდში საუკეთესო იყო | ხარატიშვილის კარგი მატჩი ჩეხეთში
ჩეხეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ლუკა ხარატიშვილის „პარდუბიცე“ „სლოვაცკოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში ქართველი მეკარე სათადარიგო იყო, დღეს კი ძირითად შემადგენლობაში მომგვევლინა და კარგი მატჩი ჩაატარა. „სლოვაცკოს“ გოლებიდან არც ერთი ლუკას შეცდომას არ მოჰყოლია.
Sofascore-მა ქართველი მეკარის თამაში 7.6 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: საჯარიმოს ფარგლებიდან 2 მოგერიებული დარტყმა, 1 წარმატებული კარიდან გამოსვლა, 54-დან 43 ზუსტი პასი (80%), 22-დან 11 ზუსტი გრძელი პასი და 59 შეხება ბურთთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარატიშვილმა „პარდუბიცეს“ რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
23 ტურის შემდეგ „პარდუბიცე“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ხარატიშვილის გუნდი 28 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ტეპლიცეს“ წინააღმდეგ გამართავს.