ვლადიმერ გუცაევი
Aa
Aa

“არ ჩანს ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს“ - გუცაევი საქართველოს ნაკრების დაცვაზე

ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ტაიმ აუტში“ საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

გუცაევი:

„საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში ახალი გუნდი იქნება, რადგან თითქმის ყველაფერი შეიცვალა. ბევრმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა და სამწუხაროდ, არ ათამაშებენ. ვფიქრობ, საინტერესო თემაა, ეს ფაქტორი მოთამაშეების ფორმაზე რა გავლენას მოახდენს. ბევრი მათგანი ხომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

კარგია, რომ ტრავმის შემდეგ ისევ დაიწყო თამაში გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდ როლს თამაშობს – როდესაც გიორგი ფორმაშია, ჩვენი გუნდი სხვანაირია.

კარგი თავდამსხმელებიც გვყავს, მაგრამ მე დაცვის მდგომარეობით ვარ შეშინებული, რომელიც ბოლო შეხვედრებში თურქეთთან და ესპანეთთან უსუსურად გამოიყურებოდა. ჯერჯერობით, არ ჩანს, გამოცდილი მოთამაშეების წასვლის შემდეგ ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში უკრაინასთან, უნგრეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად მოხვდა.

ვილი სანიოლის გუნდი პირველ მატჩს 25 სექტემბერს, საკუთარ კედლებში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილის საგოლე პასით | კრაიოვას მნიშვნელოვანი გამარჯვება
მექვაბიშვილის საგოლე პასით | კრაიოვას მნიშვნელოვანი გამარჯვება