შეთანხმება მიღწეულია - ბარსა რაშფორდს გამოისყიდის
როგორც ჩანს, მარკუს რეშფორდი მომავალ სეზონშიც „ბარსელონაში“ გააგრძელებს ასპარეზობას.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელები ინგლისელ თავდამსხმელს შეუთანხმდნენ და ახლა მხოლოდ ფინანსური ნიუანსები აქვთ მოსაგვარებელი. როგორც კი გარიგება ლა ლიგის წესებთან შესაბამისობაში მოვა, კლუბი ფეხბურთელს გამოისყიდის.
მარკუსთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ასეთი, საჭირო არ გამხდარა, რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ მისი იჯარით გადმოსვლის დროს იყო შეთანხმებული.
რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 30 მილიონ ევროს სამ ეტაპად მიიღებს, ეს კი „ბარსას“ პრობლემას აგვარებს. კატალონიელებს ფულის ერთიანად გადახდა არ სურდათ და როგორც ჩანს კლუბებმა გამოსავალს მიაგნეს.
რაშფორდს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნების არანაირი სურვილი არ ჰქონდა და ეს პირდაპირ დააფიქსირა.
ამ სეზონში იჯარით მყოფმა ინგლისელმა ლა ლიგაში, სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.