VAR-ი, 8-წამიანი წესი და შეცვლების რეგულაცია | რა შეიცვალა ფეხბურთის წესებში
Aa
Aa

VAR-ი, 8-წამიანი წესი და შეცვლების რეგულაცია | რა შეიცვალა ფეხბურთის წესებში

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) გენერალურ ასამბლეაზე ფეხბურთის წესებში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. 

ცვლილებები პირველად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამოქმედდება და ასე გამოიყურება:

ვიდეორეფერი მეორე ყვითელი ბარათებისა და კუთხურების ეპიზოდებში ჩარევას შეძლებს;

კარიდან დარტყმისას და აუტების დროს 8-წამიანი წესი იმოქმედებს, რომელიც მანამდე მეკარეებისთვის იყო დაწესებული. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ბურთი მეტოქეს გადაეცემა. კარიდან დარტყმის ნაცვლად კუთხური დაინიშნება, აუტს კი მოწინააღმდეგე გუნდი ჩააწვდის;

შეცვლილმა ფეხბურთელმა მოედანი 10 წამში უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ნაცვლად მოედანზე შესულ ფეხბურთელს 60 წამით დაცდა მოუწევთ, გუნდს კი რიცხობრივ უმცირესობაში იქნება;

ფეხბურთელი, რომელსაც ექიმები დახმარებას აღმოუჩენენ, სულ მცირე ერთი წუთის შემდეგ უნდა დაბრუნდეს (ეს წესი მეკარეებზე არ გავრცელდება).

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ლიგის წარმომადგენელი ვიდეორეფერის ფუნქციების გაფართოებას მხარს არ უჭერდა, თუმცა FIFA-სთვის ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაშს უყურებდა, VAR-ზე გაბრაზდა და ყვიროდა | ნაპოლის ფანი ცოლმა დაჭრა
თამაშს უყურებდა, VAR-ზე გაბრაზდა და ყვიროდა | ნაპოლის ფანი ცოლმა დაჭრა