ქეცბაია: “ჯგუფის ფავორიტად უნგრეთი მიმაჩნია“
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ტაიმ-აუტში“ ჯვაროსნების შესახებ ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ქეცბაია:
„ვფიქრობ, უფრო იოლ ჯგუფშიც შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით. უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია ჩვენი გუნდისთვის იოლი მეტოქეები არ იქნებიან. მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა, რათა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვიხილოთ.
ეს ადვილი არ იქნება, რადგან უნგრეთი და უკრაინა ძლიერი ნაკრებებია. პირადად მე ჯგუფის ფავორიტად უნგრეთი მიმაჩნია, რომელიც ბოლო ექვსი წელია სერიოზულად გაძლიერდა. ორივე გუნდი დაკომპლექტებულია ფეხბურთელებით, რომლებიც ევროპის ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ კი გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ევრო 2024 ძალიან სერიოზულ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ ახალ გუნდებში არ თამაშობენ, მაგალითად, მამარდაშვილი და ქოჩორაშვილი. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ორივეს თამაშის საშუალება მიეცემა, რადგან ეს სანაკრებო მატჩებისთვის მნიშვნელოვანია“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში უკრაინასთან, უნგრეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად მოხვდა.
ვილი სანიოლის გუნდი პირველ მატჩს 25 სექტემბერს, საკუთარ კედლებში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს