ბარსელონა, ატლეტიკო, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება, ყველა იმედგაცრუებულია“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ატლეტიკომ ბარსელონას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. აღნიშნული ანგარიში ბარსელონასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ნახევარფინალში როხიბლანკო გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

ფლიკი:

„პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. მეტი გოლი უნდა გაგვეტანა — ამის რეალური შანსიც გვქონდა. ბოლოს გოლი გავუშვით, მაგრამ ეს ფეხბურთია. რაც შეეხება დამოკიდებულებას, ამით ძალიან ვამაყობ.

შემდეგი მიზანი ლა ლიგის მოგებაა. უნდა ვაჩვენოთ შესაბამისი განწყობა და მენტალიტეტი. ყველა იმედგაცრუებულია — ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველასთვის დიდი ოცნებაა. რა თქმა უნდა, უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ახალგაზრდა გუნდი გვყავს. უნდა გავუმჯობესდეთ და მომავალ სეზონში უკეთესები ვიქნებით.

დღეს მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ვითარდებიან ფეხბურთელები. ყოველდღე უნდა ვისწავლოთ, უკეთესები უნდა გავხდეთ — ეს არის ჩვენი მიზანი. ვიცი, რომ ეს ყველასთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება — უნდა დავბრუნდეთ.

არ მაინტერესებს, როდის მოვიგებთ ლა ლიგას — მთავარია, მოვიგოთ. ახლა მთლიანად ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. რთულია, რადგან ყველას სჯეროდა, რომ დღეს შეგვეძლო წარმატების მიღწევა, მაგრამ უნდა მივიღოთ ეს და დავბრუნდეთ უფრო ძლიერები.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ატლეტიკო ლონდონის არსენალს ან ლისაბონის სპორტინგს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას საგოლე პასი და პსჟ-ს გამარჯვება ენფილდზე | ენრიკეს გუნდი ნახევარფინალშია
ხვიჩას საგოლე პასი და პსჟ-ს გამარჯვება ენფილდზე | ენრიკეს გუნდი ნახევარფინალშია