WU17 - საქართველოს გოგონათა ნაკრები ჩრდ.მაკედონიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველ ტურში საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდ.მაკედონიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
სამწუხაროდ, ქართველი გოგოები მომენტებს ვერ ქმნიდნენ და შეტევაში საკმაოდ უჭირდათ, დაცვაში კი პირიქით კარგად გამოიყურებოდნენ.
ერთადერთი გოლი მეკარის შეცდომას მოყვა. 70-ე წუთზე ელენა ნაუმოსკამ საკმაოდ შორი მანძილიდან დაარტყა და გაიტანა.
შემდეგ ტურში, ტატიანა მატვეევას ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 3 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.