რატომ არ მოსწონს ილიას 3-4 ჩხუბის გამართვა ერთ წელში | მებრძოლის ახსნა
ილია თოფურია ცნობილ იუთუბერ ადინ როსს ესაუბრა. ქართველმა მებრძოლმა ვრცელ ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ არ მოსწონს წლის განმავლობაში 3 ან 4 ბრძოლის გამართვა.
ადინ როსი: როგორ ფიქრობ, ისეთი ვინმე, როგორიც მერაბია, რომელიც წელიწადში ოთხჯერ, სამჯერ ჩხუბობს... როგორ ფიქრობ, ამან შეიძლება ცოტა ცუდად იმოქმედოს შენზე, როცა ასეთ კონკურენტულ ბრძოლაში გადიხარ, მაგალითად იანთან (პეტრ იანი)? ვფიქრობ, წელიწადში 3-4-ჯერ ჩხუბი შეიძლება საკმაოდ რთული იყოს.
ილია თოფურია: არ ვიცი. სიმართლე გითხრა, ყველას თავისი სტილი აქვს. თუ ეს არის ის, რაც მას აბედნიერებს, მან ეს უნდა გააკეთოს.
ადინ როსი: ჰო, მესმის.
ილია თოფურია: ჩემთვის, მაგალითად, არ მიყვარს წელიწადში 3 ან 4-ჯერ ჩხუბი, იმიტომ რომ ძალიან მსიამოვნებს სრულფასოვანი მოსამზადებელი ბანაკების ქონა. ოქტაგონში არასდროს შევდივარ ტრავმით ან მსგავსი რამით. ადრე ლანჩზე მეკითხებოდი... მე ყოველთვის 100%-ით მზად გავდივარ. როცა ოქტაგონში შევდივარ, მე მართლა მინდა ჩხუბი.
ადინ როსი: და შენ არ სპარინგობ, მითხარი ხომ? მართლა არ სპარინგობ?
ილია თოფურია: ვსპარინგობ, მაგრამ ძალიან სპეციფიკურ სპარინგებს. მე არ ვაკეთებ უბრალოდ სპარინგს. არ შევდივარ დარბაზში, არ ვარჩევ ბიჭებს და მოდი ვივარჯიშოთ მეთქი, არა.
ადინ როსი: აბა რას ფიქრობ ისეთ ხალხზე, როგორიცაა შონ სტრიკლენდი? ის ყოველდღე სპარინგობს და მგონი მას ყველაზე მეტი... რა არის? მგონი ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა აქვს მიყენებული, მაგრამ...
ილია თოფურია: როგორც გითხარი, ყველას თავისი სტილი აქვს. თუ ეს არის ის, რაც მას თავდაჯერებულობას მატებს, ეს კარგია. არ არსებობს კონკრეტული წესი, რომელსაც უნდა მიჰყვე. შენ უბრალოდ შენს ინსტინქტს უნდა გაჰყვე. რაც თავდაჯერებულობას გმატებს და თავს კომფორტულად გაგრძნობინებს ბრძოლის წინ, ის უნდა გააკეთო.
პირადად მე, მიყვარს ტექნიკაზე მუშაობა, ჩემი უნარების განვითარება, რომ ვიყო უფრო სპეციფიკური და ჩავაყენო ჩემი თავი ისეთ პოზიციებში, რაც შეიძლება ბრძოლაში მოხდეს. მინდა მქონდეს ყველა ინსტრუმენტი, რაც ბრძოლაში დამჭირდება. მაგალითად, თუ ვეჩხუბები მოჭიდავეს, მინდა მქონდეს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, თუ რა მოხდება, თუ ის ორ ფეხში შემოვა, როგორ დავიცვა ეს, როგორ ვიმოძრავო. რა მოხდება, თუ ის მაინც შეძლებს გადმოყვანას და მიწაზე აღმოვჩნდები. მინდა ეს ათასჯერ გავიმეორო. ხვდები რას ვამბობ?
ადინ როსი: მესმის. იმიტომ რომ ბევრს ჰგონია, რომ თეიქდაუნების მოგერიება არ შეგიძლია და მსგავსი რაღაცები. ამას სულ ვხედავ ხოლმე, მაგრამ...