ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

P4P ქამარი და სპეციალური ბრძოლა მახაჩევთან - თოფურიას ინიციატივა

ილია თოფურიას წინ მორიგი ბრძოლა ელის UFC-ის მსუბუქი წონის ქამრის დასაცავად, თუმცა „ელ მატადორი“ უკვე უფრო შორს იხედება და ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებაში ახალ შესაძლებლობებს ხედავს.

თოფურიას თქმით, მას არ აქვს საწინააღმდეგო, გახდეს ორგანიზაციის ისტორიაში პირველი მებრძოლი, რომელიც სამ დივიზიონში მოიპოვებს ქამარს, თუმცა კიდევ უფრო მიმზიდველად მიიჩნევს იდეას, ეჩხუბოს დაღესტნელ მებრძოლს სპეციალური ტიტულისთვის.

„ჩემთვის იდეალური სცენარი მასთან ქვესაშუალო წონაში ჩხუბია, რადგან მაშინ ჩემი მესამე ქამრის მოპოვებას შევძლებ. თუმცა კიდევ უფრო მაგარი ვარიანტი იქნებოდა ბრძოლის შუალედურ წონაში გამართვა და ახალი ტიტულის შექმნა. რატომ არ შეიძლება მას „pound-for-pound“ (საუკეთესო წონის მიუხედავად) ვუწოდოთ? ის ახლა რეიტინგში პირველია, მე კი – მეორე, თუმცა პირადად მე თავს ნომერ პირველად მივიჩნევ. შეახვედრეთ მსოფლიოს ორი საუკეთესო მებრძოლი და სასწორზე დადეთ „pound-for-pound“ ქამარი. ვინც გაიმარჯვებს, საუკეთესოც ის იქნება“,

– განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ეიდინ როსთან ინტერვიუში.

თოფურიამ ასევე არ გამორიცხა არმან ცარუკიანთან შეხვედრაც და პირობა დადო, რომ მას ადვილად დაამარცხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები