გიგა ჭიკაძე ტოპ 15-ში აღარ არის | მერაბი P4P რეიტინგში დაწინაურდა
UFC Fight Night-ის ღონისძიების შემდეგ ორგანიზაციის წონითი დივიზიონების რეიტინგები განახლდა. მცირე ცვლილებებია Pound-for-pound რეიტინგში (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები წონითი დივიზიონების გარეშე). მერაბ დვალიშვილი ერთი საფეხურით დაწინაურდა, მეშვიდე ადგილზე გადავიდა და ტომ ასპინალს გადაასწრო.
P4P რეიტინგში პირველი კვლავინდებურად ისლამ მახაჩევია. ილია თოფურია მეორე ადგილს იკავებს, ხამზატ ჩიმაევი კი მესამეზეა. საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის შემდეგ ალექს პერეირა (მეოთხე), ალექსანდრ ვოლკანოვსკი (მეხუთე) და პიოტრ იანი (მეექვსე) მოდიან. P4P რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა ჯოშუა ვანი (მეთორმეტე), დრიკუს დუ პლესი კი მეთერთმეტეა.
კევინ ვალეხოსთან წაგების შემდეგ გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში აღარ არის. „ნინძა“ მე-15 ადგილზე იყო, მაგრამ მისი პოზიცია არგენტინელმა მებრძოლმა დაიკავა.
Some additional juggling in the final UFC rankings update of 2025 takes place on the pound-for-pound list, with Dvalishvili and Aspinall trading places, as well as Du Plessis and Van.
— John Morgan (@JohnMorgan_MMA) December 16, 2025
At welterweight, Rakhmonov and Garry switch, as do Neal and Covington. pic.twitter.com/Kv2YyUOzeT
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ღონისძიება 2025 წელს ბოლო იყო. 2026 წელი UFC 324-ით გაიხსნება, რომლის მთავარი მოვლენაც პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაა. ისინი მსუბუქი წონითი დივიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ და გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება.