სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 11 ქულა და +19 | ტორონტომ მაიამის სტუმრად მოუგო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. გამთენიისას კანადელები „მაიამი ჰითს“ სტუმრად დაუპირისპირდნენ და 106:96 გაიმარჯვეს. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც „ტორონტო“ ბრწყინვალე იყო და „მაიამიზე“ 13-ით მეტი ქულა ჩააგდო — 32:19.

მამუკელაშვილი ტრადიციულად თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. სანდრომ პარკეტზე 18 წუთი და 33 წამი გაატარა და 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. როდესაც სანდრო პარკეტზე იყო, „რეპტორსმა“ „ჰითზე“ 19-ით მეტი ქულა ჩააგდო და „ტორონტოს“ შემადგენლობაში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯამალ შიდს ჰქონდა — +27.

მეოთხე მეოთხედში, როდესაც „რეპტორსმა“ გაქცევა მოაწყო, „მამუმ“ 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. „ტორონტოს“ საუკეთესო მექულე ბრენდონ ინგრემი გახლდათ — 28 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. სკოტი ბარნსმა ორმაგი დუბლი გააკეთა — 17 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 16 მოგება და 11 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „რეპტორსის“ მომდევნო გაჩერება „მილუოკი ბაქსია“, რომელსაც 19 დეკემბერს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას თავისი მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ უჩვენებია“ - თოფურიას მწვრთნელი
„ილიას თავისი მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ უჩვენებია“ - თოფურიას მწვრთნელი