„ილიას თავისი მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ უჩვენებია“ - თოფურიას მწვრთნელი
ილია თოფურიას ფიზ. მომზადების მწვრთნელმა, ალდო მარტინესმა ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორს“ თავისი ფორმის მაქსიმუმისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.
რას ამბობს ალდო:
„მინდა გითხრათ, რომ ილიას თავისი შესაძლებლობების ზღვარისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია და დაბრუნების შემდეგ ის ისევე გაგვახარებს, როგორც ყოველთვის.“
„ილია ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და მუდმივად აქტიურია. როდესაც ბრძოლის დრო მოდის, უბრალოდ ბრწყინავს. ის ყოველთვის აგრძელებს გაუმჯობესებას, თუმცა თავისი პოტენციალი სრულად ჯერ კიდევ არ გამოუვლენია. ილია უბრალოდ გვაიძულებს, რომ დროდან დრომდე მისი პროგრესით დავტკბეთ.“
„რაც შეეხება ალექსანდრეს, ჩემთვის უკვე ჩემპიონია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ ტიტული ოფიციალურად ჩაიბაროს, ის მთელი ამ ბრძოლების პროცესს უნდა გაყვეს. ალექსანდრე განსაკუთრებულად კარგად ვარჯიშობს და ტექნიკურად, იდეალური სპორტსმენია. მისგან ჯერ კიდევ ბევრი წარმოუდგენელი რამ გველოდება.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ოჯახური პრობლემების გამო რამდენიმეთვიანი პაუზია აიღო, რის გამოც UFC მის ქამარს გაათამაშებს და დროებით ჩემპიონს ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაში გამოავლენს. მათ შორის გამარჯვებულს კი ილია თოფურია დაუპირისპირდება.