„იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ექნება“ - პიმბლეტმა თოფურია გაამხნევა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ESPN Deportes-თან ინტერვიუში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და პირად ცხოვრებაში წარმატება უსურვა. „ბედიმ“ ასევე განაცხადა, რომ „მატადორთან“ ოქტაგონში შეხვედრას მოუთმენლად ელის და ქართველ მებრძოლს მალე დაბრუნება უსურვა.
რას ამბობს პიმბლეტი:
„ილიას ახლა პირად ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ამას არაფერი აქვს საერთო ჩემსა და მის ჩხუბთან. ეს მისი ოჯახია და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი მისთვის იდეალურად დასრულდება.“
„მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ოქტაგონში მალე დაბრუნდეს და ვიბრძოლოთ. მაგრამ არავინ იცის როდის დაბრუნება... თუ ივნისამდე, ან ივლისამდე ვერ შეძლებს დაბრუნებას, შეიძლება ქამრის დათმობა მოუწიოს. მე კი უდავოდ გავხდები ჩემპიონი ბრძოლის გარეშეც კი.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ოჯახური პრობლემების გამო რამდენიმეთვიანი პაუზია აიღო, რის გამოც UFC მის ქამარს გაათამაშებს და დროებით ჩემპიონს ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაში გამოავლენს. მათ შორის გამარჯვებულს კი ილია თოფურია დაუპირისპირდება.