„პიმბლეტი-თოფურიას ჩხუბი უნდა ჩავშალო და თეთრ სახლში ვიჩხუბო“ - გეიჯი
UFC-მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ, რომელიც 2026 წლის იანვარში დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იჩხუბებს, ამავე წონის ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა.
რა თქვა გეიჯიმ:
„მინდა, ყველას გეგმები ჩავუშალო. ერთხელ ეს უკვე გავაკეთე, როდესაც ყველას ტონი ფერგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ჩხუბის ნახვა სურდა, მე კი ყველაფერი გავაფუჭე.
ასევე ჩემი დამსახურება იქნება ის, რომ პედი პიმბლეტისა და ილია თოფურიას ჩხუბი არ შედგება. პიმბლეტს მოვუგებ და ილიასაც მე ვეჩხუბები - თანაც ეს ჩხუბი თეთრ სახლში გაიმართება“.
ცნობისთვის, 24 იანვარს გეიჯი და პიმბლეტი დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის იჩხუბებენ. ასეთი გადაწყვეტილება UFC-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც ილია თოფურიამ განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში პირადი მიზეზების გამო ვერ იჩხუბებს.