მერაბმა ერთადერთი ყოფილი მეტოქე დაასახელა, რომელსაც არასდროს ქომაგობს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა დაასახელა ერთადერთი ყოფილი მეტოქე, რომელსაც ის არ გულშემატკივრობს.
„ყველა გულშემატკივრობს ყოფილ მეტოქეებს, რადგან მათი გამარჯვებები დადებითად აისახება შენს რეპუტაციაზე. ერთადერთი ბიჭი, ვისაც არ ვქომაგობ, უმარ ნურმაგომედოვია. მის ბოლო ბრძოლაში მე მარიო ბაუტისტას ვუჭერდი მხარს.
საკითხი პატივისცემაშია. მან ნება დართო სხვა ადამიანს, გამოეყენებინა მისი ანგარიში სოციალურ ქსელებში და ამ ანგარიშიდან ჩემზე ცუდ რაღაცებს წერდნენ,“
– თქვა დვალიშვილმა.
მერაბმა ასევე განმარტა, რატომ არ იყენებს თავის დამცავს სპარინგების დროს.
„ადრე სპარინგებს დამცავით ვატარებდი, რადგან ვარჯიშისას დაზიანებებს ვიღებდი. მაგრამ ახლა... უბრალოდ არ მომწონს. სრულიად სხვა შეგრძნებაა. რატომ უნდა ვაწამო საკუთარი თავი?
დავბერდი და გავხდი უფრო ჭკვიანი. მე არ ვაზიანებ ჩემს სპარინგ-პარტნიორებს – და თავადაც არ ვიღებ ზიანს. ყველაფერი კარგადაა. ჩემი რეფლექსები უმჯობესდება. თუ მუზარადით ვარჯიშობ, მხედველობის არე ვიწროვდება. ჭიდაობაც არ შეიძლება,“
– თქვა დვალიშვილმა.