მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„გრძელი გამარჯვებათა სერია აქვს“ - მერაბმა სავარაუდო მომდევნო მეტოქე დაასახელა

მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანის დამარცხების შემდეგ, მომდევნო მეტოქედ კანადელი აიმან ზაჰაბი სურს.

თუ მერაბი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს პიოტრ იანთან დაიცავს, მას სურს თავის მომდევნო მეტოქედ კანადელი აიმან ზაჰაბი იხილოს, რომელიც ამჟამად დივიზიონის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.

„ვფიქრობ, ზაჰაბი შეიძლება იყოს ჩემი შემდეგი გამოწვევა. მას გრძელი გამარჯვებათა სერია აქვს და ეს კარგი ბრძოლა იქნებოდა. ის მეომარია – დიდი გამოცდილება აქვს და ბოლომდე იბრძვის. ეს ახალი სტილია, ახალი მეტოქე და ახალი გამოწვევა. ამიტომაც არის ჩემთვის საინტერესო,“

– განაცხადა ქართველმა მებრძოლმა აარონ ბრონსტეტერთან ინტერვიუში.

38 წლის ეიმან ზაჰაბიმ (14-2) ოქტომბერში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, როდესაც საჩემპიონო ქამრის ყოფილი პრეტენდენტი მარლონ ვერა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

დვალიშვილსა და იანს შორის სატიტულო ბრძოლა 7 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC 323-ზე გაიმართება. მერაბი საჩემპიონო ქამარს მიმდინარე წელს მეოთხედ დაიცავს, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები