მერაბ დვალიშვილი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

„სენ-პიერს მაგონებს“ - აიმან ზაჰაბი დვალიშვილზე

კანადელმა მებრძოლმა, აიმან ზაჰაბიმ სუპერმსუბუქ წონაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ამ წონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი შეაქო.

ზაჰაბი მიიჩნევს, რომ თუ უახლოეს ბრძოლაში მარლონ ვერას დაამარცხებს, სატიტულო ჩხუბის მიღების შანსები ექნება.

„ჩემი მიზანი მარლონ ვერას განადგურებაა. დროთა განმავლობაში ის უფრო მოწყვლადი გახდა. მე UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი უნარები მაქვს და ვაპირებ დავამტკიცო, რომ დაცვასაც მოაქვს გამარჯვება.

თუ ზედმეტ ზიანს თავიდან აიცილებ, ეს კარიერის განმავლობაში ძალიან დაგეხმარება. ვამაყობ, რომ სუპერმსუბუქ წონაში ისეთი ჩემპიონი გვყავს, როგორიც დვალიშვილია. ის ჟორჟ სენ-პიერს მაგონებს. ორივე მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუ მერაბი გამარჯვებების სერიას გააგრძელებს, 2026 წელს მასთან შეხვედრის შანსი მექნება“.

ცნობისთვის, ზაჰაბის (13-2) ზედიზედ ექვსი მოგება დაუგროვდა და რამდენიმე დღეში ის მარლონ ვერას (23-10) დაუპირისპირდება. თავის მხრივ, „ჩიტომ“ ბოლო 2 ბრძოლა შონ ომალისთან და დეივისონ ფიგერედოსთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანმიმართულად და მძიმედ ვარჯიშობს“ - პიმბლეტი ილიასთვის ემზადება?
„მიზანმიმართულად და მძიმედ ვარჯიშობს“ - პიმბლეტი ილიასთვის ემზადება?