გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი მებრძოლი - ქუთათელაძის მეტოქის ვინაობა ცნობილია

UFC-ის ყოფილი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე, რომელიც კარიერას რუსულ ორგანიზაცია ACA-ში (Absolute Championship Akhmat) გააგრძელებს, სადებიუტო ბრძოლაში ბრაზილიელ ვიქტორ ჰიუგოს დაუპირისპირდება.

პრომოუშენის ინფორმაციით, ბრძოლა 23 ოქტომბერს დუბაიში, АСА 194-ზე გაიმართება.

ჰიუგო 32 წლისაა, მის ანგარიშზე MMA-ში 25 მოგება და 6 მარცხია. UFC-ში ის 2023 წელს „დენა უაითის კონტენდერების სერიიდან“ მოხვდა და ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში 2 ბრძოლა ჩაატარა - მსაჯთა გადაწყვეტილებით თანამემამულე პედრო ფალკაოს მოუგო, შემდეგ კი ასევე მსაჯთა გადაწყვეტილებით ბრიტანელ ფარიდ ბაშარათთან დამარცხდა.

რაც შეეხება ქუთათელაძეს, მას 22 მარტის შემდეგ არ უჩხუბია, როცა კაუე ფერნანდესთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. 33 წლის „ქართველი ვიკინგის“ ანგარიშზე MMA-ში 13 მოგება და 5 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე ასე არასდროს მოვიქცეოდი, მერაბი უნიკალურია“ | რას ამბობს სენდჰეგენი
„მე ასე არასდროს მოვიქცეოდი, მერაბი უნიკალურია“ | რას ამბობს სენდჰეგენი