„თოფურიას კრივში მაგრად ვცემ და დავანოკაუტებ“ | რაიან გარსია ილიას აფრთხილებს
რაიან გარსია ამერიკელი მოკივეა, რომელსაც ჯერვონტა დევისთან უჩხუბია და WBC-ის სუპერ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი ჰქონდა. გარსიამ ადინ როსთან საუბრისას ილია თოფურიაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მზად არის, „ელ მატადორს“ კრივის წესებით ეჩხუბოს.
„თოფურიასთან კრივში ჩხუბზე თანახმა ვარ. დარწმუნებული ვარ, ძალიან, ძალიან მაგრად ვცემ. ვფიქრობ, დავანოკაუტებ კიდევ“.
ცნობისთვის, გარსიას კარიერაში 27 ორთაბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 24 გამარჯვება და 2 წაგებაა, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რაიანმა საჩემპიონო ქამრისთვის, დევინ ჰეინისთან იჩხუბა. მან ჰეინი დაამარცხა, მაგრამ წონა ვერ ჩააბარა და მოგვიანებით, დოპინგ-ტესტიც ჩააგდო.
რაც შეეხება თოფურიას, ილიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კრივში სურს გადასვლა. „ელ მატადორი“ მზად იყო, ტერენს კროუფორდთან ეჩხუბა, მაგრამ „ბადმა“ კარიერა დაასრულა და ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა.