NBA-ის თასი | ნიუ იორკ ნიქსმა ფინალში სან ანტონიო სპურსი დაამარცხა
NBA-ის თასის ფინალურ შეხვედრაში „ნიუ იორკ ნიქსი“ „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა. ტექსასელებმა სამი მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ბოლო პერიოდის წინ 5 ქულით იგებდნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედი 16 ქულით წააგეს და საბოლოოდ 113:124 დამარცხდნენ.
NBA-ის თასის MVP „ნიქსის“ გამთამაშებელი ჯეილენ ბრანსონი გახდა, რომელმაც „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ 25 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მანამდე ბრანსონმა „ტორონტო რეპტორსს“ 35 ქულა ჩაუგდო, ხოლო „ორლანდო მეჯიქს“ — 40.
„ნიუ იორკის“ რიგებში ბრანსონის გარდა ოჯი ანუნობი გამოირჩა — 28 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. კარლ-ენტონი თაუნსს ორმაგი დუბლი ჰქონდა — 16 ქულა და 11 მოხსნა. „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში საუკეთესო დილან ჰარპერი იყო — 21 ქულა და 7 მოხსნა. ვიქტორ ვემბანიამამ 18 ქულა დააგროვა, ხოლო სტეფონ კასლმა მატჩი 15 ქულით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 7 მოხსნით დაასრულა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 18 მოგება და 7 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „ნიქსი“ ზუსტად იგივე იმავე ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა.