თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„ამ გუნდს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია“ - ქეცბაიას კუთვნილი ჯილდო გადაეცა

ცნობილმა კვიპროსულმა ტელევიზია Cablenet Sports-მა რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, რის შემდეგაც, ქართველ სპეციალისტს ამის აღსანიშნავად, სპეციალური პრიზიც გადასცა.

Cablenet-ის წარმომადგენლებმა ქეცბაიასთან ინტერვიუ ჩაწერეს, რომელშიც 54 წლის მწვრთნელი „ანორთოსისში“ არსებულ პრობლემებსა და კრიზისის დაძლევის მიზეზებზე საუბრობს.

თემურ ქეცბაია:

„მესამე დაბრუნება ნამდვილად რთული იყო. გუნდი იქ არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო. საქმეები ისე არ მიდიოდა, როგორც ხალხი ელოდა. მაგრამ ბოლო შედეგებით, რომელსაც ვაჩვენეთ, ყველა ხედავს, რომ გუნდი უმჯობესდება, ქულები ავიღეთ და გასავარდნი ზონიდან დავწინაურდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ ზონაში ვართ, პოზიციები გავიუმჯობესეთ. ხალხი ნელ-ნელა ბრუნდება და ველოდებით, რომ მალე ტრიბუნები შეივსება. მომდევნო ორ თამაშში უნდა ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ და საფრთხის ზონას თავი დავაღწიოთ.“

„რა თქმა უნდა, რთულია კრიზისის ბოლომდე დაძლევა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გუნდი წინ მიიწევს, შედეგს ვიღებთ, თამაშებს ვიგებთ და იმედია, კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იზრდება, მოთამაშეები პროგრესირებენ და მეც სწორედ ეს მინდოდა. ამ გუნდს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ზოგ თამაშში არ გაგვიმართლა, რადგან სამ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.“

ნოემბერში „ანორთოსისმა“ ოთხი შეხვედრა გამართა. 2 ნოემბერს ფამაგუსტელები სტუმრად „კრასავას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს. ერთი კვირის შემდეგ ქეცბაიას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე „პაფოსს“ შეხვდა და ქულას დასჯერდა — 1:1.

23 ნოემბერს „ანორთოსისმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა და „პარალიმინი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა, თვე კი „აპოელთან“ აღებული ქულით დახურა — 1:1. ქეცბაიას 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც გასულ ტურში „ომონია არადიპოუსთან“ შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ენერგიული იყო, პარადოქსული ტაიმი ჰქონდა“, - ფრანგული პრესა კვარაზე
„ძალიან ენერგიული იყო, პარადოქსული ტაიმი ჰქონდა“, - ფრანგული პრესა კვარაზე