ილია თოფურია, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„ილიას ტიტულზე გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“ - კორმიემ თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, დენიელ კორმიემ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ UFC მისი ტიტულის მიმართ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

რას ამბობს კორმიე:

„წარსულში, დროებითი ჩემპიონიც კი კურთხეული იყო და შეიძლება ერთი წელი გასულიყო, სანამ მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდებოდა. კეინ ველასკესი დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო დროებითი ჩემპიონი. არსებობდა ლმობიერი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს შეეძლო მებრძოლს ოქტაგონს მიღმა ყოფნა და ტიტულის შენარჩუნება.“

„ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა და მჯერა, რომ ასე აღარ არის. არ ვიცი, შეუძლიათ თუ არა ჩემპიონებს უმოქმედოდ ყოფნა და ტიტულის შენარჩუნება. ვფიქრობ, ილია თოფურია პირდაპირ ვერ გვეუბნება, რომ მის დაბრუნებას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თავდაპირველად თქვა. ასე რომ, გულწრფელად რომ გითხრათ, შესაძლოა მალე დადგეს ის დრო, როდესაც მისი ტიტულის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ოჯახური პრობლემების გამო რამდენიმეთვიანი პაუზია აიღო, რის გამოც UFC მის ქამარს გაათამაშებს და დროებით ჩემპიონს ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაში გამოავლენს. მათ შორის გამარჯვებულს კი ილია თოფურია დაუპირისპირდება, თუმცა როგორც კორმიემ თქვა, შესაძლოა „მატადორის“ დაბრუნებას უფრო დიდი დრო დასჭირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან“ | ჩეილ სონენი
„ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან“ | ჩეილ სონენი