„არ მჯერა, რომ ქვესაშუალო წონაში ავა“ - სონენი თოფურიაზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ფავორიტად თოფურიას მივიჩნევ, თუმცა ყველაფერი წონით დივიზიონზე იქნება დამოკიდებული. ჩემი აზრით, ეს ჩხუბი ქვესაშუალო წონაში უნდა შედგეს, რათა ილიას მესამე ქამრის მოპოვება შეეძლოს. თუმცა მას სამი ქამარი უკვე უნდა ჰქონოდა - ქვემსუბუქი, მსუბუქი და BMF-ი. ასე რომ, ილიას ისლამთან ჩხუბში რაიმე ღირებული მიზანი უნდა ჰქონდეს.
მეორე მხრივ, არ მჯერა, რომ თოფურია ქვესაშუალო წონაში ავა. ყოველ შემთხვევაში, ეს მალე არ მოხდება. მან გარკვეული დრო ქამრის დაცვის გარეშე გაატარა, ამიტომ მსუბუქ წონაში ახლა ბევრი საქმე აქვს.
რამდენჯერ უნდა შეიცვალოს ილიამ წონა? მან ქამარი დათმო ქვემსუბუქში, გადავიდა მსუბუქში მახაჩევთან ჩხუბისთვის, ისლამი კი ქვესაშუალოში ავიდა, შემდეგ კი თქვა, რომ სიამოვნებით იჩხუბებდა თოფურიასთან. ვფიქრობ, ისლამი ბოლომდე გულწრფელი არ ყოფილა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონით ჩემპიონის ტიტულს პირველად 14 ივნისს, თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე დაიცავს, მისი მეტოქე კი დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი იქნება.