გვარდიოლა: ახლა სიტი იმ დონეზე არ არის, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის ამჟამინდელი დონე შეაფასა. ხვალ „ქალაქელები“ პრემიერლიგის მე-17 ტურში „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებენ.
„ჩვენ მზად ვართ. დიახ, მათ საუკეთესო შედეგები არ აქვთ, მაგრამ ფრე ითამაშეს „ოლდ ტრაფორდზე“ და სტუმრად „ბრაიტონთან“, „ასტონ ვილასთან“ კი მხოლოდ მატჩის მიწურულს დამარცხდნენ. მათ ტოპ-კლასის მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ მზად ვართ. წარსული წარსულია - ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, კარგი თუ ცუდი, უკვე წარსულს ჩაბარდა“, - თქვა გუარდიოლამ.
გუნდის მიმდინარე მდგომარეობაზე პეპმა შემდეგი რამ თქვა:
„შედეგები გვაქვს, თუმცა ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. გვეხმარება ის, რომ გუნდს საოცარი მენტალიტეტი და თავდადება აქვს. თუმცა, ახლა ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, რომელიც საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლისთვისაა საჭირო“, – განაცხადა გვარდიოლამ.
ამ დროისთვის „მანჩესტერ სიტი“ 34 ქულით, პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 2 ქულით ჩამორჩება.