კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

პროტესტი სრულდება - რონალდუ თამაშს განაახლებს

კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება - კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრის“ მატჩების ბოიკოტირებას შეწყვეტს.

პორტუგალიელი მონაწილეობას მიიღებს საუდის არაბეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ხვალინდელ შეხვედრაში „ალ-ფატეხის“ წინააღმდეგ - ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა გამოტოვა საუდის პრო ლიგის მატჩები „ალ-რიადისა“ და „ალ-ითიჰადის“ წინააღმდეგ, ასევე აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის შეხვედრა „არკადაგთან“.

კრიშტიანუ უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) „ალ-ნასრს“ კონკურენტებთან შედარებით და მიიჩნევს, რომ კლუბს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელს უშლიან. რონალდუ ასევე ქარიმ ბენზემას „ალ-ჰილალში“ გადასვლის წინააღმდეგიც იყო, რადგან თვლიდა, რომ ეს „კონკურენციას დააზიანებდა“.

გარდა ამისა, მედია წერდა, რომ 41 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო კლუბის ზოგიერთი თანამშრომლისთვის ხელფასების დაგვიანების გამო.

რონალდუ საუდის არაბეთის დატოვებასაც განიხილავდა, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება შედგა და რონი თამაშს უბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები