კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

971-ე გოლი კარიერაში | კრიშტიანუ რონალდუმ ალ-შაბაბს გაუტანა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა და „ალ-ნასრი“ ჟოაუ ფელიქსმა დააწინაურა. მე-10 წუთზე ფელიქსმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. 30-ე წუთზე „ალ-შაბაბმა“ ჩამორჩენა იანიკ კარასკოს გოლით შეამცირა.

75-ე წუთზე კრიშტიანუს ჯერი დადგა. რონალდუმ სადიო მანეს პასით ისარგებლა და კარიერაში 971-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე 829 ბურთი შეაგდო, სანაკრებოზე კი — 149. მე-80 წუთზე „ალ-შაბაბმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე კიდევ ერთხელ დაიყვანა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ფელიქსმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რონალდუ 90-ე წუთზე შეცვალეს. ცნობისთვის, „ალ-ნასრის“ ანგარიშზე 82 ქულაა. კრიშტიანუს გუნდი „ალ-ჰილალს“, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, 5 ქულით უსწრებს. 12 მაისს სწორედ ამ გუნდების შეხვედრაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქართველების მენტალიტეტია“ | ნინიაშვილი ფრანგებს კვარას გვარის გამოთქმას ასწავლის
„ეს ქართველების მენტალიტეტია“ | ნინიაშვილი ფრანგებს კვარას გვარის გამოთქმას ასწავლის