ხვიჩა კვარაცხელია, დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

„ეს ქართველების მენტალიტეტია“ | ნინიაშვილი ფრანგებს კვარას გვარის გამოთქმას ასწავლის

საფრანგეთის ტოპ 14-ის „ლა როშელის“ ქართველ მორაგბეს, დავით ნინიაშვილს პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს. ადგილობრივი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, „კვარას“ გვარი სწორად როგორ წარმოითქმის და ნინიაშვილმა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბზე ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვა: „როგორ უნდა გამოითქვას გვარი კვარაცხელია? კვარაჩქელია?“

„არა... ეს თქვენთვის ზედმეტად რთულია. არავინ მინახავს, ვინც მის გვარს სწორად წარმოთქვამს: ეს არის კვარაცხელია. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან პარი სენ-ჟერმენში ან თუნდაც ნაპოლიში დაიწყო ასპარეზობა, ფეხბურთის, კერძოდ კი მის მატჩების ყურება დავიწყე.

კვარაცხელია ძალიან ძლიერია. მის მიმართ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მგონია, რომ ის ჩემპიონთა ლიგას მეორედ მოიგებს! ხვიჩა მოედანზე ნაგაზივითაა. ყველგან არის — დაცვაშიც და შეტევაშიც. ვფიქრობ, ეს ქართველების მენტალიტეტია: ჩვენ სულ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ და გუნდისთვის 100%-ზე მეტის გაღება შეგვიძლია.“

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნი“ 6:5 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი და კომპანია ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გვარი კვარაცხელია-დინიო რომ იყოს, 300 მილიონი ეღირებოდა“ | მაიკა რიჩარდსი
„მისი გვარი კვარაცხელია-დინიო რომ იყოს, 300 მილიონი ეღირებოდა“ | მაიკა რიჩარდსი