სოლტ ლეიკმა ტიგრესთან წააგო - ლობჟანიძე ასისტთან იყო ახლოს
ჩრდილოეთ ამერიკაში ლიგების თასის მორიგი გათამაშება დაიწყო, რომელშიც MLS-ისა და მექსიკის ჩემპიონატის გუნდები მონაწილეობენ. პირველი მატჩი გამართა საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა“, რომლის მეტოქეც მექსიკური „ტიგრესი“ იყო.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და 76 წუთი ითამაშა. ლობჟანიძე ორ შემთხვევაში საგოლე პასთან იყო ახლოს, თუმცა ორივე ეპიზოდში მის პარტნიორებს შეტევის დასკვნით ფაზაში სიზუსტე დააკლდათ.
ლობჟანიძის გამორჩეული მომენტები
ანგარიში მე-6 წუთზე „ტიგრესის“ შემტევმა, ხუან ბრუნეტამ გახსნა, ათ წუთში კი მას ზუსტი დარტყმით პაბლო რუისმა უპასუხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად 11-მეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც მექსიკელებმა იმარჯვეს (6:5).
მომდევნო ტურში საბა ლობჟანიძის გუნდი 9 აგვისტოს საკუთარ მოედანზე მექსიკურ „ატლანტეს“ მიიღებს, 12 აგვისტოს კი „ხუარესს“ დაუპირისპირდება. სამი ტურის შემდეგ 4-4 საუკეთესო ამერიკული და მექსიკური გუნდი მეოთხედფინალურ წყვილებს ჩამოაყალიბებს.